Ion 540™ Kit-Chef (2 სექვენირების რეაქცია დამოუკიდებელი ინიციალიზაციისას)
კატალოგის ნომერი: A30011
აღწერა:
Ion 540™ Chef-ნაკრები საშუალებას იძლევა სექვენირებისთვის საჭირო ნიმუში მომზადდეს ავტომატიზებულ რეჟიმში. ნაკრები გათვლილია 200 აზოტოვანი ფუძის სიგრძის ფრაგმენტების ბიბლიოთეკის მოსამზადებლად, რომელთა სექვენირება მომდევნო ეტაპზე ხორციელდება Ion S5™ ან Ion S5™ XL სექვენირების პლატფორმებზე. Ion 540 ნაკრები მოიცავს წინასწარ დაკომპლექტებულ რეაგენტების კარტრიჯს, რომელსაც ინტეგრირებული აქვს ნიმუშის კონტროლის, მიწოდების და ავტომატური პროტოკოლის მართვის ფუნქციები. ნაკრებით შესაძლებელია ჩიპებზე დატანილი 8 ნიმუშის სექვენირება. ნაკრები შეიცავს საკმარის რეაგენტებს 4 ინიციალიზაციისა და 8 სექვენირების რეაქციისთვის Ion S5 ან Ion S5 XL სისტემებზე.
Ion 540 ნაკრები Ion Chef და Ion S5/Ion S5 XL სისტემებისთვის:
- უზრუნველყოფს მატრიცების მომზადებას და ჩიპის ჩატვირთვას, ბიბლიოთეკის რიდების სიგრძე 200 აზოტოვანი ფუძე;
- ამარტივებს კვლევას გამოყენებისთვის მზა, ერთჯერადი რეაგენტების კარტრიჯებით;
- სწრაფი და მარტივი პროტოკოლი, 15 წუთზე ნაკლები დრო რეაქციის მოსამზადებლად;
- მიღებული აკურატული მონაცემები აუმჯობესებს შედეგების ანალიზის და ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს.
სპეციფიკაციები:
პროდუქტის ხაზი: |
Ion 540™ |
---|---|
პროდუქტის ზომა: |
8 რეაქცია |
პროტოკოლის ეტაპი: |
მატრიცის მომზადება |
ტრანსპორტირების პირობები: |
ოთახის ტემპერატურა ან ყინული |